მოსწავლეების ლექსები დედოფლისწყაროზე

დედოფლისწყაროს იერს
ამშვენებს დიდი ელია,
ჩვენს ხალხს უყვარს გართობა
მოქეიფენიც ბევრია.
გვესტუმრეთ ყველა ოჯახში,
გაშლილი ხელით გელიან;
ყველა დედოფლისწყაროელს
გფარავდეთ წმიდა ელია.

მე სადაც ვცხოვრობ, ჩემი სულია,
ერთი ლამაზი სიცოცხლის წყარო,
ამ ადგილს ბევრი ლეგენდა შერჩა, 
თუ რატომ ჰქვია დედოფლისწყარო.

ეს არის ჩვენი მნათობი წყარო,
მისი ერთგულნი ჩვენ ბევრნი ვართო,
მუდამ იბრწყინე, მნათობო ვარდო,
ჩამო ლამაზო დედოფლისწყარო!

შენ მდიდარი ხარ სოფლებით, 
არწივის ხეობითაო,
ჩვენო ლამაზო ქიზიყო,
მშვენებავ კახეთისაო!

ლამაზი ტბებით, ლამაზი მთებით,
იხსენებს ყველა სიყვარულ-ქებით,
იქით ელია, აქეთ თამარა,
რა მშვენიერია ჩემი ქვეყანა.

Комментариев нет:

Отправить комментарий