ფოტოგალერეა

12 комментариев:

  1. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, რომელსაც, სიტყვა „ჩემი“ მიცემით ბრუნვაში ვერ ჩაუყენებია და თიბისი ბანკივით „ჩემ შესახებ“-ით გვესაუბრება, სამი თვე მაინც ხელფასი არ უნდა მისცე. ამ ხნის მანძილზე ის მართალია ქართული ზმნის ნიუანსებს უკვე ვეღარ შეისწავლის, მაგრამ ასე ზეზეურად მაინც აღარ დააბინძურებს ქართულ ენას.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. მიცემითი ბრუნვის ნიშანი საჭიროა მსაზღვრელად გამოყენებულ კუთვნილებით ნაცვალსახელებთან. სწორია: ჩემს მეგობარს, ( და არა: ჩემ მეგობარს) მიხარია, თუ დაგეხმარე და გაგარკვიე " ნიუანსებში". იმედი მაქვს, თავად გაიხსენებ გრამატიკას და საკუთარ მეტყველებას უფრო გაიუმჯობესებ.

      Удалить
    2. ოხ,ეს ზეზეურად მესამე პირის ირიბი ობიექტი რა დღეშია:D შენი გულისწყრომა არ მაშინებდეს,სიამოვნებით შევრისხავდი (DEVIL). რუსა არის No.1 :*

      Удалить
    3. Этот комментарий был удален автором.

      Удалить
    4. რაღაც ნაცნობი სტილია :)

      Удалить
  2. მიხარია,რომ ქართული ენის სიწმინდის შენარჩუნებაზე ზრუნავ. ვეცდები, ცოტა უკეთ გაგარკვიო " ქართული ენის ნიუანსებში", როგორც შენ ამბობ.იმედი მაქვს, თანდებულ-ზმნისართებსა და მეტყველების სრულმნიშვნელოვან ნაწილებს არჩევ ერთმანეთისგან, თუ ასეა, მომისმინე, ისწავლე და დიდაქტიკოსის ბოღმიანი ნიღაბი გვერდზე გადადე. თანდებულ-ზმნისართები: გარდა, უკან, შემდეგ, გამო, წინაშე, წინ, შესახებ და სხვა. 1-ლი და მე-2 პირის ნაცვალსახელების სანმოკვეცილ ფორმებს უნდა დაერთოს. სწორია: ჩემ შესახებ ( და არა: ჩემს შესახებ)

    ОтветитьУдалить
  3. Этот комментарий был удален автором.

    ОтветитьУдалить
  4. რუსა, მეგობარს კუთვნილებით ნაცვალსახელთან მიცემითი ბრუნვის ნიშანი მესამე სუბიექტური პირის ნიშანში ეშლება.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ეკო, მეგობარს ზმნა და თანდებულ-ზმნისართებიც ერევა ერთმანეთში :)"თიბისი" ბანკს რაღას ერჩის???

      Удалить
  5. Rusooo maaaasii #1 yvelaze magari maswia msoplioshiii :) :* <3

    ОтветитьУдалить
  6. რუსა, ჭკვიანი და უნიჭიერესი გოგო ხარ, აღფრთოვანებული ვარ შენი ნამუშევრით. ანალოგიური პრობლემა მეც შემექმნა, როცა წერისას გამოვიყენე ,,ჩემ გარდა" სამწუხაროდ, სამასწავლებლოში ეგონათ, რომ მე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნაცვალსახელის ბრუნვა არ ვიცოდი. :) რას ვიზამთ, უნდა ვასწავლოთ ყველას - მათაც, ვინც არ იცის და გვეკითხება და მათაც, ვინც ,,ბოღმიანი დიდაქტიკოსის ნიღბით'' გვესაუბრება. ჩვენი პროფესია ხომ ესაა. :)

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. მადლობა, თამარ, კეთილი სიტყვებისთვის! სამწუხაროდ, ბევრია ისეთი, ვინც კარგად ირგებს ასეთი დიდაქტიკოსის ნიღაბს, თუმცა ეჭვი მაქვს, ეს ვიღაც ნაცნობია, არა მგონია, შემთხვევითი დამთვალიერებელი ასე აღშფოთებულიყო და ამისთანა " სასჯელისთვის" გავეწირე, ანონიმურობაც ამაზე მეტყველებს :) :) კიდევ ერთხელ მადლობა და წარმატებებს გისუვებთ!

      Удалить