ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები



ვაშლოვანის ნაკრძალი 1935 წელს დაარსდა ნიკო კეცხოველისა და ვასილ გულისაშვილის ინიციატივით
 ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, დედოფლისწყაროს რაიონში მდებარეობს. იგი მოიცავს: ვაშლოვანის ნაკრძალს, ვაშლოვანის ეროვნულ პარკსა და ბუნების ძეგლებს: ,,არწივის ხეობას”, ,,ტახტითეფას ტალახის ვულკანებს”, ,,ჯუმას ყურეს ალაზნის ჭალებს“. დაცული ტერიტორია კახეთის ორ მთავარ მდინარეს, ორ მთავარ სასიცოცხლო წყაროსიორსა და ალაზანს შორისაა მოქცეული. ხეობა წარმოადგენს კირქვული წარმოშობის კლდეებში პატარა ხევის მიერ გაჭრილ ღრმა და ულამაზეს კანიონს. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაშია ვაშლოვანის ეროვნული პარკი და რამდენიმე ბუნების ძეგლი, რომელთა საერთო ფართობი დაახლოებით 24 924 ჰა-ია. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები 2003 წელს გაიხსნა
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები გამოირჩევა იშვიათი საკმლის ხის (Pისტაცეა მუტიცა) არიდული ნათელი ტყეებითა და უროინა-ვაციწვერიანი სტეპებით. მთისწინეთი დაფარულია მუხნარისა და იფნარის ბუნებრივი კორომებით, სადაც შერეულია ნეკერჩხალი და თელა. Aაქ გავრცელებულია: კოწახური, ძეძვი, თრიმლი, ჯავჯაგა, უძრახელა და სხვა.
 
ვაშლოვანის ეროვნული პარკშის ალაზნის უნიკალური ჭალის ტყე და ბუნების ორი პატარა ყურეა. ყურეები ერთადერთი ადგილია საქართველოში, სადაც ჭალის მუხების, ვერხვების, იფნების  და ველური ბროწეულის  გვერდით ველურად იზრდება კაკლის ხეები .
   
ვაშლოვანში 700-მდე სახეობის მცენარეა აღწერილი, თუმცა მათ შორის აღსანიშნავია, ორქიდეების მრავალფეროვნება (7 სახეობაა), ქართული ზამბახის, ეიხლერის ტიტის, მაიკოს იორდასალამის , ველური ვაზის  და სხვა იშვიათი მცენარეების გავრცელება.
 
ვაშლოვანის ფაუნა საკმაოდ მრავალფეროვანი და მიმზიდველია. ვაშლოვანში სულ 46 სახეობის ძუძუმწოვარი ცხოველი ბინადრობს. მრავლადაა ტურა , მელა, კურდღელი, მგელი, ფოცხვერი, ლელიანის კატის, გარეული ღორი  მაჩვზღარბა და ნახევარუდაბნოსთვის ასე იშვიათი დათვიც. 
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიას მოგზაურებმაქართული სავანაუწოდეს. მისი ლადშაფტი საოცრად ჰგავს აფრიკულსეს ეფექტი განსაკუთრებით მძაფრდება მზის ჩასვლისას –  ვერაფრით დაიჯერებთ, რომ საქართველოში ხართეს არის ადგილი, რომლის სიმშვიდეს გიურზები იცავენ, ხოლო მის ეგზოტიკას ამ რამდენიმე წლის წინ გამოჩენილი ლეოპარდინოეაგრძელებს.



და თუ კირქვიან კლდეებზე შერჩენილი სამხრეთული სპილოს გაქვავებული ძვლები და პრეისტორიული ხანის მოლუსკების ნიჟარები თქვენს მეხსიერებას მილიონი წლის უკან გადაისვრის, ტახტი-თეფას ტალახოვანი ვულკანის ხილვისას ისეთი შეგრძნება დაგეუფლებათ, რომ არათუ სხვა ქვეყანაში, სხვა პლანეტაზე მოხვდით: ვულკანის მოთეთრო ბორცვები გამუდმებით ფეთქავს და თუხთუხებს ვულკანი მოთეთრო , ბრტყელთხემიანი ბორცვია, რომელიც გამუდმებით ფეთქავს და თუხთუხებს. სასუნთქებიდან და კრატერებიდან, რომელთაგან ყველაზე დიდის დიამეტრი 3.3-4 მეტრია, მუდმივად ინთხევა და ჟონავს სამკურნალო თვისებების მქონე აირი და ტალახი, რომლის ბლანტი მასა შემდეგ ხევში მიედინება.
 ვაშლოვანში ისტორიულ ძეგლებსაც გადააწყდებით , მათ შორის მე-5 საუკუნის ციხე-ქალაქი ხორნაბუჯი, წინაპართა დიდებული და საოცარი ქმნილება. ციხე-ქალაქი განსაკუთრებით მეთორმეტე საუკუნეში, თამარის მეფობისას, განვითარდა, ამიტომაც უწოდებენ ხორნაბუჯს სხვანაირად ,,თამარის ციხეს”. იგი ცნობილმა მხატვარმა ზიჩმა შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის ,,ვეფხისტყაოსნისდასურათებისას, მიუვალი და აუღებელი ქაჯეთის ციხის პროტოტიპადაც გამოიყენა.


ბუნების იმ ძეგლთაგან, რომელთაც დაცული ტერიტორიების სტატუსი მიენიჭა, დაბა დედოფლისწყაროსთან ყველაზე ახლოს არწივის ხეობა მდებარებს. იქ რომ მოხვდე, მე-19 საუკუნეში შექმნილი რუსული სოფელი მაზოვკა უნდა გაიარო. სოფლის ერთსართულიანი სახლების თეთრად შეკირული კედლები და ლურჯი დარაბები კახეთისათვის ტრადიციული ორსართულიანი სახლების ფონზე მოულოდნელ დისონანსს ქმნის. ამ თავისებურად კოლორიტული სახლების ისტორია 1803 წელს დედოფლისწყაროში რუსული სამხედრო შენაერთის დისლოცირებიდან დაიწყო. ქიზიყში ჩასახლებულ დაქირავებულ რუს რეკრუტებს მოგვიანებით დეკაბრისტთა აჯანყების მხარდამჭერი რუსი ოფიცრობის ნაწილიც შეუერთეს. (მაზოვკის გარდა, ქიზიყში კიდევ არსებობს რამდენიმე რუსული დასახლება, რომლებშიც რელიგიური ნიშნით დევნილი სექტანტების ,, სტაროვერებისა'' და ,,მალაკნების'' შთამომავლები ცხოვრობენ)
სოფელ მაზოვკის ბოლოდან აუცილებლად შენიშნავთ კირქვული წარმოშობის კლდეებს, მაგრამ მხოლოდ ახლოს მისვლისას აღმოაჩენთ, რომ ეს პატარა ხევის მიერ გაჭრილი ღრმა და ულამაზესი კანიონის შესასვლელია. ხეობის ორივე მხარეს წამოჭიმული კირქვული კონგლომეტრატები ფოთლოვან ტყესა და ძეძვის ბუჩქნარშია ჩაფლული. გასაოცარია რომ ბუნების ძეგლის ფართობის (100ჰა) მიუხედავად, ,,არწივის ხეობაში" ერთამნეთისაგან მკვეთრად განსხვავებული მაღალმთის, უდაბნოსა და ჭაობის მცენარეულობა გვხვდება


სლაიდ შოუ - " ვაშლოვანის ნაკრძალი"

                       




ექსკურსია ვაშლოვანის ნაკრძალის ოფისში, მასპინძლობას გვიწევს  ვაშლოვანის ნაკრძალის რეინჯერი გიორგი ნატროშვილი








                                        

                                     

                                     

Комментариев нет:

Отправить комментарий