დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი (ყოფწითელწყაროს რაიონი) — ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოშიკახეთში. 1917 წლამდე ახლანდელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა სიღნაღის მაზრაში1928  წლიდან კახეთის მაზრაშია, 1929  წლიდან კი კახეთის ოლქში1930-1937  წლებში სიღნაღის რაიონშია1938  წლიდან ჩამოყალიბდა ცალკე რაიონად1963-1964  წწ. ისევ სიღნაღის რაიონს შეუერთეს1965  წლიდან კვლავ გამოიყო ცალკე ერთეულად.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს დასავლეთით და ჩრდილოეთით ესაზღვრება სიღნაღის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით და სამხრეთით კი აზერბაიჯანი. მუნიციპალიტეტის ფართობია2529,2 კმ².
შიგა წყლები
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის რამდენიმე ტბა, რომელთაგან გამოსარჩევია ორი: ქოჩების ტბა და პატარა ტბა. ქოჩების ტბა ზღვის დონიდან 775 -ზე მდებარეობს. ტბის აუზის ფართობია 1,3 კმ². ქოჩების ტბის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს პატარა ტბა, რომლის სანაპირო ძალზე შეჭრილ-შემოჭრილია.
მდინარე ივრის სანაპიროსთან არის დალის წყალსაცავი, რომელშიც მოშენებულია თევზი.
ჰავა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ორი ტიპის ჰავა სამხრეთით ცხელზაფხულიანი ზომიერად თბილი სტეპების ჰავაა, ჩრდილოეთ ნაწილში კი ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით. საშუალო წლიური ტემპერატურაა 10,3°, აბსოლუტურ მაქსიმუმი 38° წელიწადში 400-600 მმ ნალექი მოდის, შირაქში 540 მმდედოფლისწყაროში 650 მმ.
ლანდშაფტები
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი უნიკალური ბუნებრივი პირობებით ხასიათდება, დედოფლისწყაროს ველური ბუნება და ლანდშაფტი  მსოფლიო მასშტაბით უნიკალურია. აქაური ბუნების ძეგლები ტოვებენ გასაოცარი სილამაზის კვალს. არაერთ ბუნების ძეგლს იცავს სახელმწიფო.
ფლორა
დედოფლისწყაროში გვხვდება ნახევარუდაბნოს მცენარეულობა, აგრეთვე უროიან-ვაციწვერიანი და ჯაგეკლიანი სტეპური, ჰემიქსელური მეჩხერი ტყეები და ჭალის ტყეები
მოსახლეობა
განსახლების ძირითადი ზონა ვრცელდება ზღვის დონიდან 500-800 მ-ის ფარგლებში. უმეტესად ცხოვრობენ ქართველები, მცირე რაოდენობით – აზერბაიჯანელები, სომხები, რუსები და სხვ. უდიდეს ნაწილს შეადგენს სოფლის მოსახლეობა.
მმართველობა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არის 1 ქალაქი: დედოფლისწყარო, 13 სოფელი: არბოშიკი, არხილოსკალო, გამარჯვება, ზემო მაჩხაანი, ზემო ქედი, მირზაანი, ოზაანი, საბათლოსამთაწყარო, ფიროსმანი, ქვემო ქედი, ხორნაბუჯი, სამრეკლო. ასევე 2 მცირე დასახლება 1. თავწყარო (ოზაანის ტერიტორიული ორგანო) 2.ჭოეთი (ხორნაბუჯის ტერიტორიული ორგანოდედოფლისწყაროში მდებარეობს რკინიგზის სადგური.


ლიტერატურა 

·         უკლება ., დორეული ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, . 11, გვ. 321-322, თბ., 1987 წელი.

·         მარუაშვილი ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964;

·         უკლება ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები, თბ., 1974.

რესურსები ინტერნეტში 

·         დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი

·         კახეთის რეგიონის ოფიციალური საიტი

ადმინისტრაციული ერთეულები

ქალაქი დედოფლისწყარო

მოსახლეობა 7378
ტერიტორია სულ 38713 ჰა
კომლთა რაოდენობა 2450
ეთნიკური შემადგენლობა: უმრავლესობა ქართველი
ეთნიკური უმცირესობა: რუსი, სომეხი

ისტორიული ძეგლები:

1. ციხე ქალაქი ,,ხორნაბუჯი” ანუ ,,თამარის ციხე” _ III-IVს.ს.

2. წმინდა ილია თეზბითელის სახელობის ეკლესია (ელიას მთა) – რესტავრირებულია მსოფლიო ბანკისა და მოსახლეობის შემოწირულობით. რელიგიური დღესასწაული ,,ელიაობა” ტარდება 2 აგვისტოს.

3. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი _ აშენდა XX ს. დასასრულს და XXI საუკუნის დასაწყისში. ტაძარი აშენდა მოსახლეობის შემოწირულობებით, ფონდს ხელმძღვანელობდა ილია პოპიაშვილი.

ქალაქთან დაკავშირებული ცნობილი ადამიანები:
  • ალექსანდრე დიუმა _ ფრანგი მწერალი და მოგზაური. 1858 წელს წიგნ ,,კავკასიაში“აღწერს მოგზაურობას ,,თამარის ციხესა” და ,,ელიაზე”;
  • ედუარდ ეიხვალდი _ გერმანელი მეცნიერი, სწავლული ბუნებისმეტყველი, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული დედოფლისწყაროში ნავთობის აღმოჩენა.
  • ვარნერ სიმენსი _ ცნობილი მეცნიერი და გამომგონებელი.
  • ძმები ვალტერ და ოტო სიმენსები _ XIX საუკუნის 60-იან წლებში ხელმძღვანელობდნენ ნავთობწარმოებას დედოფლისწყაროში მირზაანის ტერიტორიაზე ორივე ძმა დაკრძალულია თბილისში.
  • შაქრო გომელაური _ ( 1887 – 1954წწ) დაიბადა დედოფლისწყაროში. საქართველოს სახალხო არტისტი. კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი – 1928 წ.
  • პეტრე ლესნოვი _ დაიბადა 1934 წლის 1 დეკემბერს ქ. დედოფლისწყაროში. ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, პუბლიცისტი, მკვლევარი და ეთნოგრაფი.
  • იოსებ მენთეშაშვილი _ პედაგოგი, ეთნოგრაფი, კოლექციონერი – არქეოლოგი.
  • ნუნუ ბიკაშვილი _ დაიბადა 1958 წლის ოქტომბერს ქ. დედოფლისწყაროში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ენდოკრინოლოგი, საქართველოს დიაბეტიან ბავშვთა სახელმწიფო პროგრამის სამედიცინო ხელმძღვანელი.
  • ვენერა ნატროშვილი _ დაიბადა 1936 წლის 25 დეკემბერს ქ. დედოფლისწყაროში. პედაგოგი, პოეტი, ლექსად დაწერილი სახარების ავტორი.
  • ნუგზარ რობიტაშვილი _ დაიბადა 1947 წლის 1 ივლისს ქ. დედოფლისწყაროში. ინჟინერ-მექანიკოსი, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯერი, პატენტმცოდნე, თბილისის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, სააქციო საზოგადოება ,,კახეთის“ გენერალური დირექტორი.
  • ავთანდილ პოპიაშვილი _ დაიბადა 1944 წლის 10 მარტს ქ. დედოფლისწყაროში. მხატვარი, საქართველოს მხატვართა კავშირის მდივანი, მხატვართა კავშირების საერთაშორისო კონფერენციების წარმომადგენელი საქართველოში.
  • გოჩა გოგილაშვილი _ PSP სააფთაქო ქსელის ერთ-ერთი დამფუძნებელიდა გენერალური დირექტორი.
სოფელი არბოშიკი

მოსახლეობა 2550
ტერიტორია სულ 17 476,4 ჰა
კომლთა რაოდენობა 850
ეთნიკური შემადგენლობა: ქართველები
მანძილი რაიონული ცენტრიდან : 17კმ

ისტორიული ძეგლები

1. წმ. კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესია. გვიანი შუა საუკუნეების. მამალაზარეს

თაოსნობით, ხალხისა და PSP – ს შემოწირულობებით ჩაუტარდა სარესტავრაციო

სამუშაოები. ეკლესია ამჟამად მოქმედია. წირვა-ლოცვას აღავლენს დეკანოზი ლევან

იაკობიშვილი. ,,კვირიკობა“ ტარდება 27 ივნისს.

2. არბოშიკის შესასვლელში არის ქარვასლის ნანგრევები _ რაც მიუთითებს, რომ საქარავნო გზა გადიოდა გედიქის ხევზე.

3. ხომხელის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია _ შუა საუკუნეები, სრული

აღდგენა მოხდა მამა გიორგი გუგენიშვილის მიერ.

4. დამბადებლის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია _ გვინი შუა საუკუნეების ძეგლი.

5. მცირე კვირიკე _ ღვთისმშობლის ნიში _ XX საუკუნე.

სოფელ არბოშიკთან  დაკავშირებული ცნობილი ადამიანები:
  • დავით პატატიშვილი _ (1918-1943) პოეტიპედაგოგი.
  • მაყვალა გონაშვილი _ დაიბადა 1959 წლის 1 მარტს – პოეტისაქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე.
  • მარინე ცხვედიაშვილი _ პოეტი.
  • ტარას ბაღაშვილი _ საოპერო მომღერალიმღეროდა ,,ლასკალას” თეატრში.
  • ალექსანდრე ალადაშვილი _ (1909-1974) თვითნასწავლი მხატვარიფიროსმანის პრემიის    ლაურეატი.
  • ალექსანდრე (საშაალადაშვილი _ (1876-1950) ქართველი თერაპევტიმედიცინის მეცნიერებათა დოქტორიპროფესორისაქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსისაქართველოში მეცნიერული თერაპიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
  • დავით ალადაშვილი _ (1860-1939) დამსახურებული პედაგოგი.

სოფელი მირზაანი

მოსახლეობა 650
კომლთა რაოდენობა 230
ეთნიკური შემადგენლობა _ქართველები
მანძილი რაიონული ცენტრიდან 20 კმ

ისტორიული ძეგლები

1. ალავერდი _ დიდი ალავერდის მარჯვენა მკლავი _ გვიანი შუა საუკუნეები. ,,ალავერდობა” ტარდება 27 სექტემბერს.

2. კვირაცხოველი _ გვიანი შუა საუკუნეები. კვირაცხოვლობა ტარდება აღდგომის სწორკვირას. ეკლესია _ მოქმედია. წირვა-ლოცვას აღავლენს დეკანოზი გიორგი ჯინაშვილი.

3. კავთა _ შუა საუკუნეების. რესტავრირებულია ივანიშვილის ფონდით.

4. ყოვლადწმინდა მარიამ ღვთისმშობლის ეკლესია_ XVIII_XIX სს. რესტავრირებულია ივანიშვილის ფონდით.

სოფელთან დაკავშირებული ცნობილი ადამიანები:
  • ნიკალა ფიროსმანაშვილი _ ფიროსმანი (1862_1918) თვითნასწავლი გენიალური მხატვარი დაიბადა სოფელ მირზაანში. აქვეა ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმი. ყოველი წლის ოქტომბრის თვეში იმართება ხელოვნების ზეიმი ,, ფიროსმანობა” .
  • მარიამ თარიშვილი (თარაშვილი) _ მხატვარი
  • ნინო თარიშვილი (თარაშვილი) _ პოეტი
  • ჰამლეტ გონაშვილი _ ცნობილი სახალხო მომღერალი.
  • ვახტანგ გომელაური _ (1909-1975) დამსახურებული მეტყევე.


სოფ. ზემო მაჩხაანი

მოსახლეობა 2600
ტერიტორია 26285,4 ჰა
კომლთა რაოდენობა 1500
ეთნიკური შემადგენლობა –ქართველები
მანძილი რაიონული ცენტრიდან 20 კმ

ისტორიული ძეგლები

1. მთავარანგელოზი – გვიანი შუა საუკუნეები, გაილესა შიგნიდან, შეკეთდა ჭერი, მოპირკეთდა იატაკი, ნაწილობრივ გაუკეთდა ქვიტკირის ღობე.

2. არმათიონი - XVII-XVIII საუკუნეები, ჩაუტარდა რესტავრაციაცია, კეთილმოეწყო ეზო.

რესტავრაცია ჩაუტარდა მოსახლეობის შეწირულობით.

3. ყველაწმინდა _ გვიანი შუა საუკუნეები, გაილესა შიგნიდან, მთლიანად ჩაუტარდა რეკონსტრუქცია სამრეკლოს გარდა. რესტავრაცია ჩაუტარდა მოსახლეობის შეწირულობით და ივანიშვილის ფონდით.

4. წმინდა გიორგი _ გვიანი შუა საუკუნეები, “გიორგობა” 6 მაისი, მთლიანად ჩაუტარდა რესტავრაცია, სამრეკლოს გარდა. რესტავრაცია ჩაუტარდა მოსახლეობის შეწირულობით და ივანიშვილის ფონდით. ეკლესია მოქმედია. დეკანოზი გიორგი ჯინაშვილი.

5. ბენაანთ სათვალთვალო კოშკი _ გვიანი შუა საუკუნეები, აშენდა მეფე ერეკლეს ბრძანებით გაბრიელ ბოსტაშვილი პატივსაცემად.

6. წმინდა ელიის ეკლესია _ გვიანი შუა საუკუნეები.

7. წმინდა სტეფანეს ეკლესია _შუა საუკუნეები

სოფელთან დაკავშირებული ცნობილი ადამიანები:

o გიორგი ნატროშვილი _ (1910 – 1998) მწერალი, კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე. მისი თხზულებები ნათარგმნია რუსულ, სომხურ და აფხაზურ ენებზე.

თამაზ ნატროშვილი _ დაიბადა 1937 წელს, მწერალი.

დათუნა ბოსტაშვილი _ სახალხო გმირი რომელსაც, მეფე ერეკლემ უბოძა აზნაურობა.

ბიძინა მაზიაშვილი _ სპორტსმენი, დამსახურებული მწრთვნელი.

ანზორ მარტყოფლიშვილი _ სპორტსმენი, ძიუდოს ფედერაციის მდივანი.

დიმიტრი ბენაშვილი _ დაიბადა 1910 წელს, კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე.

არჩილ ნატროშვილი _ (1907-1980) სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, გამოიყვანა ,,ქართული ცხვრის“ ახალი ჯიში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ვაჟა მამაიაშვილი _ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო ექსპერტი.

გურამ ბენაშვილი _ დაიბადა 1941 წელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, შვედეთის აკადემიის ნობელის პრემიების კომიტეტის მთავარი ექსპერტი.

ნიკო ყიასაშვილი _ დაიბადა 1926 წელს, პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, შექსპირის საერთაშორისო ასოციაციის წევრი.

დავით ნატროშვილი _ დაიბადა 1948 წელს, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის გამგე. ლექციებს კითხულობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. წევრია ამერიკისა და ევროპის მათემატიკური საზოგადოების.

ანტონ ნატროშვილი _ (1852-1930) ღვაწლმოსილი პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუდმივი წევრი, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

დიმიტრი ნადირაძე-მაჩხანელი _ (1861-1903) ქართველი მწერალი, 1895 წელს სამეურნეო სასწავლებლის გახსნის ინიციატორი .

კარლო გოგაშვილი _ (1933-2003) კულტურის მუშაკი, ხალხური სიმღერებისა და ქიზიყური შაირების უბადლო შემსრულებელი _ ღირსების მედლის კავალერი.


სოფელი სამრეკლო


მოსახლეობა: 3600
ტერიტორია სულ: 10100,7 ჰა
კომლთა რაოდენობა: 1080
ეთნიკური შემადგენლობა: ქართველები
მანძილი რაიონული ცენტრიდან 5კმ.

ისტორიული ძეგლები:
წმინდა სერაფიმე საროველის სახელობის ეკლესია _ XIX საუკუნის დასაწყისი. მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები ივანიშვილის ფონდით. ,,სერაფიმობა“ტარდება 31 ივლისს.

სოფელთან დაკავშირებული ცნობილი ადამიანები:
  • ლადო ათანელი _ საოპერო მომღერალი, ,,შავი ზღვის ვერდისეული ბარიტონი”, დაიბადა 1960 წლის 9 სექტემბერს სოფელ ჯაფარიძეში, მოღვაწეობს საზღვარგარეთ.იგი ლასკალას თეატრის მომღერალია და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ,,თანადგომის” დამფუძნებელი.
  • მარინა ბოსტოღანაშვილი _ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სახელმწიფო აგრალური უნივერსიტეტის პროფესორი. დაიბადა 1956 წლის 22 სექტემბერს სოფელ ჯაფარიძეში.
  • ელენე ბოლაშვილი _ მსოფლიო ორგზის ჩემპიონი კიკბოქსინგში.
  • ზვიად სამუკაშვილი _ რეკორდმსმენი, ევროპის ჩემპიონი მძლეოსნობაში.
  • თამაზ ყარაგვეზაშვილი _ მწვრთვნელი კიკბოქსინგში.
  • თენგიზ გუმაშვილი _ სპორტსმენი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი, სპორტის ოსტატი ოთხ სახეობაში.

სოფელი ხორნაბუჯი

მოსახლეობა 2280
ტერიტორია სულ 14069,9 ჰა
კომლთა რაოდენობა 890
ეთნიკური შემადგენლობა – უმრავლესობა ქართველია, 
ეთნიკური უმცირესობები: რუსი, სომეხი, ბერძენი, ბოშა.
მანძილი რაიონული ცენტრიდან 1 კმ.

ისტორიული ძეგლები
ბუნების ძეგლი ,,არწივის ხეობა” _ საინტერესოა ტურისტებისთვის, ფლორისა და ფაუნის მოყვარულთათვის.

სოფელთან დაკავშირებული ცნობილი ადამიანები:
გიორგი ნეჩვოლოდოვი _ დრაგუნთა პოლკის ოფიცერი, რომლის სახლსაც ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი პიროვნებები, რუსი მწერლები: ივან ტურგენევი, მიხეილ ლერმონტოვი, რომელმაც ცნობილი რომანი ,,ჩვენი დროის გმირები" და ,,დემონი” დაწერა სოფელ წითელწყაროში.
ვანგალენი _ ცნობილი ესპანელი სამხედრო პირი.
გენერალი _ ალექსანდრე ჭავჭავაძე, გენერალ მაიორი _ იასონ ჭავჭავაძე, გენერალ ლეიტენანტი _ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილი, პოლკოვნიკი – ზაქარია გულბათის ძე ჭავჭავაძე, გენერალ მაიორი _ არჩილ ჭავჭავაძე, გენერალ მაიორი _ ზაქარია ჭავჭავაძე. მათ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ნეჩვოლოდოვებთან და ყველა ისინი მსახურობდნენ 1813 წელს დედოფლისწყაროში დაბანაკებულ 44-ე ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში.
გიორგი წიკლაური _ მსოფლიო ჩემპიონი კიკბოქსინგში.


სოფელ ხორნაბუჯის სკოლა
სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა საუკუნეზე მეტს ითვლის. პირველად რუსული სკოლა სოფელში 1903 წელს გაიხსნა. 1935 წელს  გადაკეთდა საშუალო სკოლად. 1990 წელს დაემატა მას ქართული სექტორიც და გადაკეთდა რუსულ-ქართულ საშუალო სკოლად. დღეს იგი ერთ-ერთი დიდი სკოლაა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.
სოფელი წითელწყარო (ხორნაბუჯი) ადრე ძირითადად რუსების დასახლება იყო.სკოლაში სწავლობენ სხვადასხვა ეროვნების ბავშვები: ქართველები, რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები, ალბანელები, ბერძნები, ციგნები, იეზიტები, უკრაინელები,ბელორუსები. სკოლა უდიდესი ტრადიციების მქონეა.
მრავალენოვანი სკოლა წარმატებით შეხვდა განათლების რეფორმის განხორციელებას.გვყავს სერთიფიცირებული მასწავლებლები.სკოლა გამოირჩევა მუშაობის დემოკრატიული პრინციპებით. სკოლაში აქტიურად მუშაობს ახალი სასწავლო პროგრამების "დანერგვის ჯგუფი", რომლის ძირითადი მიზანია თითოეული მოსწავლის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება, მოსწავლეთა უნარ-ჩვევების გამომუშავება და სასწავლო ხარისხის ამაღლება.


სოფელი გამარჯვება

მოსახლეობა 1640
ტერიტორია სულ 9847,5 ჰა
კომლთა რაოდენობა 620
ეთნიკური შემადგენლობა: უმრავლესობა ქართველია
მანძილი რაიონული ცენტრიდან 12 კმ

ისტორიული ძეგლები:

ეკლესია ზღმურდლი – შუა საუკუნეების ძეგლი. სოფლის ახალგაზრდების ინიციატივით და მოსახლეობის შეწიროლობით ჩაუტარდა მცირე შეკეთება.

სოფელთან დაკავშირებული ცნობილი ადამიანები:
ავთანდილ პოპიაშვილი _ (1937-1995) ფილოსოფოსი, პროფესორი.
ნინო პოპიაშვილი _ მეცნიერებათა დოქტორი


სოფ. ოზაანი

მოსახლეობა 1240
ტერიტორია სულ 8212,8 ჰა
კომლთა რაოდენობა 300
ეთნიკური შემადგენლობა: ქართველები
მანძილი რაიონული ცენტრიდან 18 კმ.

ისტორიული ძეგლები
  • ყველაწმინდა _ გვიანი შუა საუკუნეების ეკლესია;
  • წმინდა მარიამი;
  • ამაღლება _ გუმბათიანი, ფრესკებით, IX-X საუკუნის ძეგლი, ,,ამაღლებობა” ტარდება აღდგომის მე-5 ხუთშაბათს;
  • სამება _ XVI-XVII საუკუნის ძეგლი, ფრესკებით;
  • ჭრელი ეკლესია _ საძირკვლის ნაშთია შემორჩენილი;
  • წმინდა სტეფანე _ გვიანი შუა საუკუნეები, გადაკეთებული XX საუკუნეში.რესტავრაცია უტარდება ხალხის შემოწირულობით;
  • უსანეთის წმინდა გიორგი _ შუა საუკუნეები _ შემორჩენილია საძირკველი;
  • ცლუკაანის ყველაწმინდა _ გვიანი შუა საუკუნეები შეკეთებულია ხალხის შემოწირულობით. წირვა ლოცვას აღავლენს დეკანოზი ლევან იაკობიშვილი;

სოფელთან დაკავშირებული ცნობილი ადამიანები:
ჯემალ მეხრიშვილი _ მწერალი, კრიტიკოსი.
მოსე ქურხულიშვილი _ (1909-1962) სახალხო მთქმელი, მომღერალი.
ალექსანდრე გიგოლაშვილი _ საქართველოს დამსახურებული ბიბლიოთეკარი.

სოფელი ქვემო ქედი

მოსახლეობა:
ტერიტორია:
კომლთა რაოდენობა: 1200
ეთნიკური შემადგენლობა: ქართველები
მანძილი რაიონული ცენტრიდან: 41 კმ.


სოფელი ზემო ქედი

მოსახლეობა:
ტერიტორია:
კომლთა რაოდენობა:
ეთნიკური შემადგენლობა: ქართველები
მანძილი რაიონული ცენტრიდან: 30 კმ.


არხილოსკალო

მოსახლეობა:
ტერიტორია:
კომლთა რაოდენობა: 1200
ეთნიკური შემადგენლობა: ქართველები
მანძილი რაიონული ცენტრიდან:  კმ.


სოფელი სამთაწყარო

მოსახლეობა:
ტერიტორია:
კომლთა რაოდენობა:
ეთნიკური შემადგენლობა:
მანძილი რაიონული ცენტრიდან:  კმ.

4 комментария:

  1. იდეაც საინტერესოა და სამუშაოც საკმაოდ მოცულობითი ჩაგიტარებია, ყოჩაღ, რუსო. კარგი რამე გამოვა.

    ОтветитьУдалить
  2. მადლობა, მანანა, შენი დახმარების დიდი იმედი მაქვს!

    ОтветитьУдалить
  3. ხალხი მტვარეზე ავიდა ჯერ კიდევ როდის? და ტქვენ ქედებში ვერ ჩამოხვედით>

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. შენ მთვარესაც იქნები გაცდენილი უკვე და იმიტომ ითხოვ ჩვენგან იმას, რაც არ მოგვეთხოვება, თუ სხვა რამ პრეტენზია ან სურვილი გაგაჩნია, რომელზეც შემიძლია გიპასუხო( ჩემი კომპეტენციის ფარგლებში),მზად ვარ, დაგეხმარო

      Удалить