ცნობილი დედოფლისწყაროელები

რა თქმა უნდა , მათი რიცხვი ბევრად მეტია, აქ მხოლოდ  რამოდენიმეა ჩამოთვლილი ...

ჰამლეტ გონაშვილი




მაყვალა გონაშვილი

სიტყვა_ როგორც ბედისწერა/მაყვალა გონაშვილს/ 
                    “თუმც შვილივით ვზარდე სიტყვა,
                    დედასავით დამიბერდა”.
                              მაყვალა გონაშვილი

სიტყვა_  როგორც ბედისწერა,
ცრემლი, გვემა, ჯავრი,
სიტყვა გულის საღვთო ძგერა,
სიტყვვა _ უფლის მსჯავრი.
სიტყვა _ ყულფი, სიტყვა_ ღელვა,
სიტყვა _ დედის ნანა,
სიტყვა _ ელდა, სიტყვა_ ელვა,
ჩვილის ანა-ბანა.
სიტყვისათვის ცადყოფილნი,
მოკლულ ფოთლებს ჰგავდნენ,
სიტყვის სარმით დახოცილნი,
სიტყვის მადლით აღდგნენ.
სიტყვა _ ღმერთო გამაგონე,
ერთადერთი სიტყვა,
რაც არასდროს არვის მონებს,
რაც არასდროს ითქვა.
რაბი! ნუთუ შენც სიტყვა ხარ,
სიტყვის მადლით მოდი,
მიწისა ხარ, ზეცისა ხარ,
საგოლგოთე ლოდი.
სიტყვა _ მესმის საგალობლად,
ტოტზე გოდებს მაფშალია,
მზე ბანზე ზის საწყალობლად,
უფლის წყარო დამშრალია.
დავდივარ და ცრემლით ვმღერი,
ვლოცულობ და გაბმით ვტირი,
დაიღალა სიტყვით ერი,
სიტყვის საბნის ბურავს ძილი.
ურწმუნოთა რწმენა, შიშით,
სიტყვა იქცა ბედის ნიშნად,
სიტყვით ვევნეთ, სიტყვით ვიშვით,
სიტყვა რინგზე რბევით მცდიდა.
სიტყვავ, ისევ შენ თუ გენდე,
როგორც დედის ნანას თბილის,
საწამებლად მექცა დღემდე.
რომ უძღები მერქვა შვილი.
მეც სიტყვა ვარ, დიდ დაფაზე,
როგორ მშლიდნენ ხელაღებით,
და მაღვრიდნენ ბალღამს ტანზე,
სიტყვის მღვრიე ხელადებით,
ხან მონებად ვყრივართ გზაზე,
ხან ეშმას გზით ვბელადდებით,
მაინც სიტყვის სიმს ვეკიდეთ,
იმედით თუ ცრემლდარდებით.
ვდგავარ შენ წინ, არცა მიწის,
არც ზეცის მსურს სამოსახლო,
მკვდრეთით აღმდგარ მაცხოვრის თბილ
ბაგით თქმულო სიტყვის მადლო!...
ავთანდილ პოპიაშვილი














ნიკო ფიროსმანი
მოსაწავლეების გაკეთებული პრეზენტაცია

მარინე ცხვედიაშვილი


ვაი, გულო, ნახანძრალო,

იქნებ გაიხალისო,

მირზაანის საპატარძლო

როგორ დიასახლისობს.

იქით ძველი ნაფუძარი,

ხვავით წელში გამწყდარა,

დამშეული კედლებიც კი,

სიყვარულით დამძღარან.

თუ ნიკალას ტურფა მხარეს

ნადიმობა მოგინდათ,

ქიზიყელი ბიჭი მთვარეს

შოთის პურად მოგიტანთ...

მაგრამ, ძმებო, უნდა გითხრათ,

გულში ბოღმა რაც არის,

რად მოჰკალით ფიროსმანი,

ასე მიუსაფარი!"

დრო სწრაფად გადის...
ჩვენ ვხვდებით გვიან...
რომ სიყვარული არ არის წამი...
რომ ყველა გძნობას სახელი ჰქვია....
და ეს არ არის არავის ბრალი....
დრო ჩვენ არ გვიცდის უბრალოდ მიდის
და ეს არ ნიშნავს ჩვენ ვაგვიანებთ...
ცხოვრება მიდის ჩვეული რიტმით...
და ეს არ გვესმის ადამიანებს..
მე რომ მახსოვხარ არაფერს ნიშნავს...
მოგონებები ყველას გვაქვს გულში...
და თუ ცხოვრება შენ მოგცემს ნიშანს
ნუ აგერევა ძველ სიყვარულში...
წარსულზე ფიქრი აღვიძებს გრძნობებს
მაგრამ არ ბადებს ახალ სიყვარულს...
თუ არ მიიღებ დრო რასაც მოგცემს
მაშინ ეჩვევი მარტო სიარულს...
შენ რომ გახსოვარ ეს იმას ნიშნავს
რომ მოგონება ჯერ კიდევ ცოცხლობს..
იფიქრე შენთვის ნურაფერს მკითხავ...
სამაგიეროთ ნურაფერს მომთხოვ ...
ჩემი სიჩუმე ვიცი ძნელია
და სიჩუმეში ჩანს ყველაფერი...
ეს მოგონებაც ერთი წვეთია
ფარულ გრძნობათა ოკეანეში
მე ვერ წამართმევ თავისუფლებას...
შენ ფარულ ფიქრებს, აღარც გინატრებ...
მხოლოდ გახსოვდეს გრძნობა…

ანსამბლი " არბოშიკი"




ლადო ათანელი
ლადო ათანელი ( ათანელიშვილი) - მომღერალთა ბარსელონის საერთაშორისო კონკურსის გრან - პრის მფლობელი, მსოფლიო კლასის მომღერალ - ბარიტონი, ამჟამად გერმანიის ქალაქ ბერლინის საოპერო თეატრის წამყვანი სოლისტია.







ნიკო ყიასაშვილი
ნიკო ყიასაშვილი - პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, შექსპირის საერთაშორისო ასოციაციის წევრი










გურამ ბენაშვილი
გურამ ბენაშვილი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, შვედეთის აკადემიის ნობელის
პრემიების კომიტეტის მთავარი ექსპერტი






საშა ალადაშვილი
ალექსანდრე ( საშა) ალადაშვილი - ქართველი თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოში მეცნიერული თერაპიის ერთ - ერთი ფუძემდებელი.








გომელაური შაქრო
შაქრო გომელაური - საქართველოს სახალხო არტისტი, მარჯანიშვილის სახელობის თეატრის ერთ - ერთი დამფუძნებელი.









პოეტები: ზაურ გონაშვილი,
ჯუმბერ უთრუთაშვილი















Комментариев нет:

Отправить комментарий