რაიონში დაახლოებით 30-მდე ისტორიული ძეგლია. აქედან სახელმწიფო აღრიცხვაზეა ქ. დედოფლისწყაროს ჩრდილო - აღმოსავლეთით მდებარე " ხორნაბუჯის" ციხე -სიმაგრე ( მე-3- მე-4სს), სოფელ ოზაანში " ამაღლების" გუმბათოვანი ტაძარი ( მე-9-მე-10სს) და " სამების " ეკლესია ( მე-16- მე-17 სს).
ხორნაბუჯის
ციხე ( მას დღეს თამარის
ციხესაც
უწოდებენ) ქალაქური ტიპის დასახლებაა. აქ ძვ. წ. აღრიცხვის I ათასწლეულშივე არსებობდა. ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე ნახევარში
იგი
უკვე
განვითარებული
ქალაქია
უჯარმასა
და
ჯერემთან
ერად.
vს.
მეორე
ნახ.
ხორნაბუჯი
საუფლისწულო
ქალაქია.
იგი
ეკუთვნის
ვახტანგ
გორგასლის
შვილს-დაჩის. გორგასალმა
აქ
დაარსა
პირველი
საეპისკოპოსო
კათედრა.
6 ს.
Iნახ. ხორნაბუჯი
ირანელებმა
დაიპყრეს,
მაგრამ
ასამ
და
ვარაზვად
ბაგრატიონებმა
აუჯანყეს
ხალხი
და
მოახერხეს
მათი
განდევნა.
ადრე ფეოდალურ ხანაში ხორნაბუჯს ქართლის ერისმთავრის უმცროსი შტო ფლობდა. 8ს. როცა წარმოიქმნა ჰერეთის სამთავრო ხორნაბუჯის სამთავრო გახდა. 11ს. ციხეს განჯის ამირა ფალდონი დაეუფლა. 1068წ. კახეთ-ჰერეთის
მეფე
აღსართან
I-მა დაიბრუნა
და
გახდა
საერისთავო
ცენტრი.
ფეოდალური
გვარის
მახატლისძეთა
რეზიდენცია.
ციხე-ქალაქი
განსაკუთრებით
განვითარდა
12ს.
ამიტომ
მას
თამარის
ციხესაც
უწოდებენ.
მონღოლთა
ბატონობის
დროს
ციხე
მთლიანად
განადგურდა.16ს. ციხე-ქალაქი
ალექსანდრე
კახთა
მეფემ
განაახლა. 17ს. დასაწყისში
ამ
მხარეს
დიდი
განსაცდელი
დაატყდა
თავს
შაჰ-აბას I-ის სახით.
1619წ.
შაჰ-აბასი
მთელი
ძალებით
დააცხრა
ქიზიყს.
მან
ციხე
სამართავად
განჯის
მმართველს
ფეიქარ--ხან დორთ იგირმის
გადასცა.
1625წელს
გიორგი
სააკაძემ
ხორნაბუჯიდან
განდევნა
სპარსელები.
აღსანიშნავია
ის
ფაქტიც,
რომ
ამ
ციხეში
ქართველი
მეფეები
ათავსებდნენ
მოღალატეებს, რომლებსაც
გადმოყრიდნენ
ხოლმე
მთავარი
კოშკის
ბაქნიდან.
ე.წ. ,,ვაების
ფრიალოდან".
1605 წელს
დავით
პირველმა
აქედან
გადმოაყრევინა
მისი
მამის
ალექსანდრე
მეორის
და
ძმის
გიორგი
ბატონიშვილის
მომხრეები.
მე-18 საუკუნეში ერეკლე მეორემ ციხე აღადგინა რათა ლეკიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოეყენებინა. ციხე შედგება: ,, თავადისციხისგან (ციტადელი) და ,,სახაზინოსგან " (ქვედა ციხე).
ხორნაბუჯის არქეოლოგიური კვლევა დაიწყო 1970 წელს რეზო რამიშვილის ხელმძღვანელობით. აღმოჩნდა ორი წყალსაცავი. 2006 წელს საქართველოს საქ. დაცული ტერიტორიების მცირე გრანტების პროგრამით განხორციელდა პროექტი ,,ხორნაბუჯი". ციხე დღესაც ანცვიფრებს მნახველს დიდებული შესახედაობით. მას არაერთი სახელოვანი სტუმარი მოუხიბლავს. მათ შორის დიდი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა, რომელმაც 1858 წელს იმოგზაურა კავკასიაში. მე-19 საუკუნეში უნგრელმა მხატვარმა მიხაი ზიჩმა დაასურათა ,,ვეფხისტყაოსანი" და ქაჯეთის ციხის პროტოტიპად ხორნაბუჯი გამოიყენა.2006 - 2007 წლებში შეკეთდა მისასვლელი გზა და ფუნქციონირება დაიწყო მცველთა სახლმა.
რაიონში არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და მასთან არსებული ხალხთა მეგობრობის მუზეუმი ( მემორიალური სახლი), აგრეთვე სოფელ მირზაანში ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმი. მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება მდიდარი არქეოლოგიური მასალა ( გათხრების შედეგად, ან შემთხვევით ნაპოვნი), მუზეუმში არის ნუმიზმატიკური მასალა ( მონეტები, ორდენები, მედლები), ეთნოგრაფიული მასალა, მუსიკალური საკრავები, ეროვნული ტანსაცმელი, მუზეუმში დაცულია ჭედური ხელოვნების ნიმუშები.
სოფელ ხორნაბუჯის ( წითელწყაროს) ტერიტორიაზე მდებარეობს პატარა რუსული სახლი, რომელიც ეკუთვნოდა ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის ოფიცერს გრიგორ
ნეჩვოლოდოვს, ამ პატარა სახლში მოთავსებულია ხალხთა მეგობრობის მუზეუმი. ნეჩვოლოდოვების სახლი იყო პროგრესულად მოაზროვნე რუსი და ქართველი ინტელიგენციის თავშეყრის ადგილი. ამ კედლებში ცხოვრობდა ლევ პუშკინი - პოეტ ალექსანდრე პუშკინის ძმა. 1858 წელს აქ შემოუვლია ალექსანდრე დიუმას, ფრანგ მწერალს, ხოლო 1929 წელს ალექსანდრე პუშკინს, ლერმონტოვს დედოფლისწყაროში დაუწერია თავისი შესანიშნავი ნაწარმოები " დემონი".
მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
ქალაქ დედოფლისწყაროს სამხრეთით აღმართულია ორმწერვალიანი მთა.ორივე მისი მწვერვალი თეთრი კირქვის მძლავრი მასივია, რომელთაც გაბატონებული ადგილი უკავიათ დედოფლისწყაროს ზეგანზე და შორიდანვე იქცევენ მნახველის ყურადღებას.
მე-18 საუკუნეში ერეკლე მეორემ ციხე აღადგინა რათა ლეკიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოეყენებინა. ციხე შედგება: ,, თავადისციხისგან (ციტადელი) და ,,სახაზინოსგან " (ქვედა ციხე).
ხორნაბუჯის არქეოლოგიური კვლევა დაიწყო 1970 წელს რეზო რამიშვილის ხელმძღვანელობით. აღმოჩნდა ორი წყალსაცავი. 2006 წელს საქართველოს საქ. დაცული ტერიტორიების მცირე გრანტების პროგრამით განხორციელდა პროექტი ,,ხორნაბუჯი". ციხე დღესაც ანცვიფრებს მნახველს დიდებული შესახედაობით. მას არაერთი სახელოვანი სტუმარი მოუხიბლავს. მათ შორის დიდი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა, რომელმაც 1858 წელს იმოგზაურა კავკასიაში. მე-19 საუკუნეში უნგრელმა მხატვარმა მიხაი ზიჩმა დაასურათა ,,ვეფხისტყაოსანი" და ქაჯეთის ციხის პროტოტიპად ხორნაბუჯი გამოიყენა.2006 - 2007 წლებში შეკეთდა მისასვლელი გზა და ფუნქციონირება დაიწყო მცველთა სახლმა.
რაიონში არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და მასთან არსებული ხალხთა მეგობრობის მუზეუმი ( მემორიალური სახლი), აგრეთვე სოფელ მირზაანში ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმი. მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება მდიდარი არქეოლოგიური მასალა ( გათხრების შედეგად, ან შემთხვევით ნაპოვნი), მუზეუმში არის ნუმიზმატიკური მასალა ( მონეტები, ორდენები, მედლები), ეთნოგრაფიული მასალა, მუსიკალური საკრავები, ეროვნული ტანსაცმელი, მუზეუმში დაცულია ჭედური ხელოვნების ნიმუშები.
სოფელ ხორნაბუჯის ( წითელწყაროს) ტერიტორიაზე მდებარეობს პატარა რუსული სახლი, რომელიც ეკუთვნოდა ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის ოფიცერს გრიგორ
ნეჩვოლოდოვს, ამ პატარა სახლში მოთავსებულია ხალხთა მეგობრობის მუზეუმი. ნეჩვოლოდოვების სახლი იყო პროგრესულად მოაზროვნე რუსი და ქართველი ინტელიგენციის თავშეყრის ადგილი. ამ კედლებში ცხოვრობდა ლევ პუშკინი - პოეტ ალექსანდრე პუშკინის ძმა. 1858 წელს აქ შემოუვლია ალექსანდრე დიუმას, ფრანგ მწერალს, ხოლო 1929 წელს ალექსანდრე პუშკინს, ლერმონტოვს დედოფლისწყაროში დაუწერია თავისი შესანიშნავი ნაწარმოები " დემონი".
მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
წმინდა ელიას მთა

ელიას მასივის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე სამკუთხა მოყვანილიობის ფართო და მაღალი ბუნებრივი ეხია, რომლის წინა პირი ამოშენებულია. ეს არის წმინდა ელიას სამლოცველო, რომელსაც ძველთაგანვე დიდ პატივს სცემს დედოფლისწყაროს და მთელი ქიზიყის მოსახლეობა. ყოველ 2 აგვისტოს წმინდა დიდებული წინასწარმეტყველის ილია თეზბიტელის ხსენების დღეს უამრავი ხალხი იკრიბება აქ, ღამეს ათევენ უნაგირაზე და ლოცვას აღავლენენ ელიას კლდის ძირას.
როდის არის აშენებული წმინდა ელიას ეს სამლოცველო, არავინ იცის. ზეპირგადმოცემების გარდა ერთადერთი წერილობიტი ცნობა მის შესახებ შემოგვინახა ალექსანდრე დიუმამ, რომელსაც ელიას კლდე უნახავს 1858 წელს. კავკასიაში და საქართველოში მოგზაურობის დროს მოკლე ჩანაწერიც გაუკეთებია: " თამარ მეფის ციხიდან ექვსი ვერსის დაშორებით აღიმართება კიდევ ერთი მთა, რომლის შესახებ გადმოცემა არსებობს. ამ მთას ელიას მტა ჰქვია, ძირს მლაშე ტბა ევლება, შუა მთაში გამოჭრილ ფართო მღვიმეში აშენებულია სამრეკლო, სადაც ხშირად დადიან მცხოვრებლები. გადმოცემა ამბობს, რომ ამ მღვიმეში ილია წინასწარმეტყველისთვის ყორანს საჭმელი მოჰქონდა და რომ მან თავისი წამოსასხამი თავის მოწაფეს ელისეს დაუტოვა, თვითონ კი მთის მწვერვალიდა მთაში ამაღლდა"...
წმინდა ელიას სამლოცველო ბევრჯერ გადაურჩა იმ ქარტეხილებს, რაც კახეთ-ჰერეთსა და, განსაკუთრებით, კამბეჩოვანს დაატყდა თავს. დღეს სამლოცველო მოქმედია და სრულდება წირვა-ლოცვა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ადგილობრივ მკვიდრს, საპატრიარქოს არქიტექტორ სერგო ქართველიშვილს.

აქ ტარდება ადგილობრივი დღესასწაული „ ელიაობა“ . პირველი
( ათეისტური) დღესასწაული ჩატარდა 1953 წელს.
დედოფლისწყაროს კულტურის სახლი
დედოფლისწყაროს კულტურის სახლი
Комментариев нет:
Отправить комментарий